აჭარა. 26-27 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ორგანიზებით შშმ პირებს ადვოკატირებისა და პროექტების წერის მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგების ჩატარების მიზანი აჭარაში მცხოვრები შშმ პირების გააქტიურება და საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით მათი ჩართულობის გაზრდა იყო.
ორი დღის განმავლობაშ შშმ პირები გაეცნენ ადვოკატირების კამპანიის წარმოების ძირითად მეთოდებს და შეიძინეს პროექტების წერისთვის საჭირო უნარები. აღნიშნული აქტივობა ჩატარდა პროექტ - „ინფორმირებული საზოგადოება - ინტეგრირებული შშმ პირების" ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია რეგიონული კავშირი „მარდი".