თბილისი. „აჰუაჰუ – თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის", „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" და „ჰელფინგ ჰენდი" ახორციელებენ პროექტს – „მეც მოქალაქე ვარ". პროექტი ქუჩაში მცხოვრები უსაბუთო ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„კვლევის შედეგებიდან ერთ-ერთ მწვავე საკითხად იკვეთება პირადობის დამადასტურებელი საბუთების არქონა, რის გამოც, იურიდიული თვალსაზრისით, ისინი არ არიან იდენტიფიცირებული, ვერ იღებენ განათლებას, ჯანდაცვას და სახელმწიფოსგან თუ არასამთავრობო სექტორისგან მათთვის განკუთვნილ სარგებელს", ნათქვამია პროექტის ვებგვერდზე.
ორგანიზაციები პეტიციას ავრცელებენ, რომელითაც მიმართავენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს „შემუშავდეს სპეციალური სამართლებრივი მექანიზმი ამ არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის მიზნით და მათთვის იურიდიული სტატუსის მისანიჭებლად". პეტიციაზე მიერთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
წყარო: პროექტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში