en
ge

ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე არასამთავრობოების და ახალგაზრდების წახალისება

თბილისი. 30 დეკემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წლის ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება. აღნიშნული კონკურსის მიზანია ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და წახალისება.
სამინისტრომ გამოავლინა გამარჯვებულები:
1. წლის ახალგაზრდული ორგანიზაცია - „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია",
2. წლის ახალგაზრდული პროექტი - „ბიზნეს მარათონი 20=200"
3. წლის ახალგაზრდა - სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის შეტანილი წვლილისთვის - ყარამან-გიორგი ბერიძე
4. წლის ახალგაზრდა - სწავლასა და მეცნიერებაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის - დიმა ქარჩავა
5. წლის ახალგაზრდა - რომან კალანდაძე
6. წლის ახალგაზრდა მოხალისე - ავთანდილ მამალაშვილი
წყარო: msy.gov.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)