სამეგრელო. 6 სექტემბერს, ზუგდიდში, ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული ღონისძიება. მრგვალი მაგიდის თემა იყო სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა შეფასების ძირითადი პრინციპები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები და გამოწვევები. გაიმართა დისკუსია მცირე ჯგუფებში.
შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონის, პროგრამის პარტნიორი სკოლების, სამოქალაქო განათლების 20 პედაგოგი.
წყარო: civics.ge