en
ge

არასამთავრობოების შეხვედრა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელთან

აჭარა. 8 იანვარს, აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები იყო. ასევე, საუბრის თემა იყო გამოცხადებული ვაკანტური 4 პოზიციის აუცილებლობის საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საკონკურსო კრიტერიუმები სამართლებრივად უნდა დაიხვეწოს და კომისია დროულად დაკომპლექტდეს. აჭარის ტელელვიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებით, საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა აპლიკანტებთან გასაუბრების წინა დღეს გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, გასაუბრებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რათა კონკურსის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)