სამცხე-ჯავახეთი. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა თანატოლებისთვის პრეზენტაცია ფასილიტაციის შესახებ გამართეს. პრეზენტაცია მოიცავდა, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" - ფარგლებში, პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG),აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID/Georgia )ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში