en
ge

საიას განცხადება ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე განცხადება გაავრცელა. „აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში 173-ე მუხლი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის იარაღად იყო ქცეული. ერთის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაცვის უფლების ეფექტური საპროცესო საშუალებების არარსებობამ და, მეორეს მხრივ, სასამართლოს მიერ ამგვარი საქმეების განხილვისას სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების დარღვევამ, სასამართლო პროცესს ფორმალური ხასიათი შესძინა, რამაც 173-ე  მუხლი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა  დასჯის მექანიზმად აქცია.  ლ. ჩხარტიშვილის საქმე სწორედ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)