en
ge

ანგარიში – „სოფლის მეურნეობის სტრატეგია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო“

თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში –„სოფლის მეურნეობის სტრატეგია: საერთაშორისო გკამოცდილება და საქართველო". სადაც განხილულია მაკედონიის, სერბეთის, ხორვატიისა და ალბანეთის გამოცდილება. აღნიშნული ოთხი ქვეყნის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამების ანალიზზე დაყრდნობით, ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოსთვის საინტერესო მაგალითებს როგორც ზოგადად სოფლის მეურნეობის სექტორის, ისე მის კონკრეტულ ქვედარგებში (ღვინო და ყურძენი, ახალი და გადამუშავებული ბოსტნეული, ხილი, კენკროვანი ხილი და ციტრუსები და მეცხოველეობა, რძის/საქონლის ხორცის წარმოება).
ეს ცენტრის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული მესამე ანგარიშია. პირველი ორი კვლევა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და სოფლის მეურნების მიმდინარე პოლიტიკასა და გამოწვევებს ეხებოდა.
სამივე პუბლიკაცია ცენტრის პროექტის - სასოფლო-სამეურონეო პოლიტიკის შემუშავების ინოვაციური მიდგომები - ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია აგრარულ სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრობლემების გადაჭრის გზებისა და რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით.
ანგარიში – „სოფლის მეურნეობის სტრატეგია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო"
წინა ანგარიშები
წყარო: eprc.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)