en
ge

„მონაცემების ფერადი კომუნიკაცია“

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯამპსტარტ ჯორჯია" 28 იანვარს, ევროპის სახლში მართავს სემინარს: „მონაცემების ფერადი კომუნიკაცია". ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვიზუალური მონაცემები ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც დაეხმარება ყველას აღმოაჩინოს კავშირი ნედლ მონაცემებს, ინფორმაციასა და იმ შეტყობინებებს შორის, რომელსაც ნებისმიერი მონაცემები შეიცავს.
28 იანვარს – მთელი დღის განმავლობაში, ორგანიზაცია გთავაზობთ სემინარებს, რათა დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უკეთ გამოყენონ მათ ხელთ არსებული მონაცემები. სემინარების შემდეგ გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება „ჯამპსტარტ ჯორჯიას" მიერ შექმნილი ინფოგრაფიკები. ღონისძიებაზე ასევე იქნება გათამაშება. სემინარში მონაწილეობის რეგისტრაციის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ მოიგოთ სახალისო პრიზი, მათ შორის ჩვენი ერთ–ერთი ვიზუალიზაცია.
რეგისტრაცია
სემინარის განრიგი:
13.00-14.00 საათი. სემინარი თემაზე: „ღია მონაცემები ეფექტური კომუნიკაციისთვის'"
15.00-16.00 საათი. სემინარი თემაზე: „დიზაინი ეფექტური კომუნიკაციისთვის'"
17.00-18.00 საათი. სემინარი თემაზე: „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის"
19.00-21.00 საათი. „ჯამპსტარტ ჯორჯიას" გამოფენა
წყარო: jumpstart.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023