en
ge

ბათუმის ავტოტრანსპორტი - არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები

აჭარა. 16 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „ბათუმის ავტოტრანსპორტის" ადმინისტრაციასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი". შეხვედრაზე არაერთი პრობლემატური საკითხი დაისვა, ძირითადად სამარშრუტო ხაზებთან დაკავშირებით, ასევე საუბარი შეეხო 2014 წელს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის" მიერ დაგეგმილ ახალი ავტობუსების შეძენის საკითხს, რომლითაც სარგებლობა შშმ პირებსაც თავისუფლად შეეძლებათ. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, 2014 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ბათუმი ველოს" გაფართოებას და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით სარგებლობის ხელშეწყობას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)