en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. 17 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. „შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვითხოვეთ ამ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს მსგავს შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება, ფაქტია, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ეგრეთწოდებული სამსახურეობრივი მოკვლევით შემოიფარგლა", ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციაბი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, „კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლა და ამომწურავი პასუხი გაეცეს ამ ფაქტის გამო საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას".
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023