en
ge

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის განცხადება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა (CEE Bankwatch Network), და მისმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ეკო-სვესტიმ" (მაკედონია), ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ" (საქართველო) და „ზელენა აქცია/დედამიწის მეგობრებმა" (ხორვატია) განცხადება გაავრცელეს. „ფარავანი ჰესის პროექტში, ისევე, როგორც მაკედონიასა და ხორვატიაში დაგეგმილ ჰიდროპროექტებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შიდა გამოძიებამ გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დარღვევები დაადასტურა", ნათქვამია განცხადებაში.
ქსელი და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ბანკს „ახალ პოლიტიკაში გაამკაცროს პროექტის შეფასებისა და საზოგადოების მონაწილეობის სტანდარტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ ქაღალდზე გაცხადებული ბანკის პოლიტიკა რეალურ პრაქტიკად იქცეს".
სრულად
წყარო: greenalt.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023