აჭარა. 17 იანვარს, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის" წევრებისთვის ჩატარდა თანატოლთა ტრენინგი - „ნაადრევი ქორწინება და დედობა ბავშვობაში".
ტრენინგის დროს მოეწყო პრეზენტაცია, რომელშიც აღნიშნული იყო პრობლემის აქტულობა, ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა, გამომწვევი მიზეზები და შედეგები. ტრენინგის დროს ასევე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმები და საინფორმაციო კლიპები.
აქტივობა განხორციელდა პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ბათუმში პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში