კახეთი. სათემო განვითარების ცენტრის, კავკასიური სახლისა და სათემო ორგანიზაციის „ნუკრიანის" ორგანიზებით გაიმართება ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი – „ნუკრიანი 2012".
ტრადიციად ქცეული ფესტივალი, 13 ოქტომბერს. გაიმართება ნუკრიანის საჯარო სკოლის მიმდებარე მოედანზე. ფესტივალზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ხალხური რეწვის სახელოსნოებისა და ოსტატების ნამუშევრები, მოუსმინონ ხალხურ შემოქმედებას და ა.შ.
ფესტივალი ტარდება გერმანული ფონდის „პური მსოფლიოს" ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: satemo.ge