en
ge

თელავის ახალგაზრდული ცენტრი სტუმრად ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში

იმერეთი. 17 იანვარს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქუთაისში და თელავში დაფუძნებული ახალგაზრდული ცენტრების დაახლოება, გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სათემო ღონისძიებების და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვა, ასევე იმერეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა.
თელავისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ერთობლივად გამართეს სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს ცენტრების წარმატებული მაგალითები, გააკეთეს პრეზენტაციები მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და შეიმუშავეს სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები, რომელსაც ერთობლივად განახორციელებენ თავიანთ ქალაქებში.
ცენტრის წევრები ეწვივნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო", სადაც 19 აღსაზრდელთან ერთად გამართეს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023