თბილისი. 20 იანვარს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ 2013 წელს დაფინანსებული პროექტის - ,,ახალგაზრდული ინიციატივა საერთაშორისო ურთიერთობისა და კონფლიქტების ანალიზისთვის" - შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების მიერ ინიცირებული სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობა; პროექტი შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს ჩაერთონ მშვიდობის განმტკიცებისა და მხარდაჭერის საქმეში, გააღრმავონ საქმიანი და პირადი ურთიერთობები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, მშვიდობის განვითარების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
პროექტის ფარგლებში 45 ახალგაზრდისაგან შერჩეული მიზნობრივი ჯგუფისაგან შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერთა გუნდი, რომელთათვისაც ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატის ტრენინგები. ტრენინგების მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ სერთიფიკატები.
წყარო:msy.gov.ge