en
ge

კონფერენცია - „უმცირესობათა საკითხები საქართველოში“

თბილისი. 20 იანვარს, ორგანიზაცია „იდენტობამ" კონფერენცია - „უმცირესობათა საკითხები საქართველოში" - გამართა. კონფერენციის პირველი ნაწილი, „იდენტობას" მიერ 2013-2014 წლებში ჩატარებული კვლევების წარდგენას დაეთმო. კვლევების ძირითადი ფოკუსი საქართველოში ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებსა თუ ინსტრუმენტებს შეეხებოდა. კონფერენციის მეორე ნაწილი, უმცირესობათა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობასა და რეკომენდაციებზე საუბარს დაეთმო. საქართველოში სხვადასხვა უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით, მომხსენებლებმა გასულ წელს ქვეყანაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დისკრიმინაციის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას" მიერ გასული წლის მიწურულს ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებულების დასახელებას დაეთმო. 
კვლევის - „გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ კაცთა სოციალური მდგომარეობა” - წინასწარი შედეგები
კვლევა: დილემები და კომპრომისები; ლგბტ ადამიანების პროფესიული განვითარება
სრულად
წყარო: identoba.com



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)