თბილისი. 16 - 19 იანვარს, თბილისს ტაჯიკეთის ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფი სტუმრობდა. ღონისძიება ტაჯიკეთის ღია საზოგადოების ფონდისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. ვიზიტის მიზანს საქართველოში კორუფციის დასაძლევად განხორციელებული რეფორმების, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ტაჯიკეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სამთავრობო სექტორის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საჯარო სამსახურის ბიუროს და ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა რუსთავის იუსტიციის სახლიც მოინახულეს და პროექტის კონცეფციასა და სერვისებს გაეცნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში