en
ge

მიიღეთ მონაწილეობა „პატარა და თავისუფალი ბიბლიოთეკის“ შექმნაში

კახეთი. „პატარა და თავისუფალი ბიბლიოთეკა" იქნება წიგნებით სავსე ყუთი, რომელიც განთავსდება წნორის ცენტრალურ სკვერთან ახლოს, ღია ცის ქვეშ და დაეფუძნება პრინციპს – „მოიტანე და წაიღე წიგნი".
წნორში მყოფ ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება წიგნებით სავსე ყუთიდან აიღოს სასურველი წიგნი, წაიკითხოს ადგილზე ან წაიღოს სახლში იმის სანაცვლოდ, რომ „პატარა ღია ბიბლიოთეკაში" დატოვოს მისთვის საყვარელი წიგნი.
სამოქალაქო ინიციატივა ამ ინიციატივაში მონაწილეობას გთავაზობთ. იმისთვის რომ „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკისთვის" წიგნების ყუთი დამზადდეს საჭიროა 150 ლარი.
წნორის „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკის" შექმნაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ „სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative”-ს საბანკო ანგარიშზე. GE80LB 01151159259223000 .
წყარო: სამოქალაქო ინიციატივის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)