თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ბლოგპოსტი - „როგორია კორუფციის დონე საქართველოში" - გამოაქვეყნა, რომლის ავტორია ერეკლე ურუშაძე. „ქვეყანაში კორუფციის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, იმ კონკრეტულ სფეროებზეა ფოკუსირებული კვლევები, სადაც კორუფციის რისკი, როგორც წესი, შედარებით მაღალია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქათველოს" მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშები სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე პოლიტიკსა და ბიზნესის კავშირების შესახებ, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოს საჯარო სექტორის ცალკეულ სეგმენტებში კვლავაც კორუფციის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს, რაც, თავის მხრივ, შემდგომი ანტიკორუფციული რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითებს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: transparency.ge