ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს მედიის პერსონალს და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, მაშხალების, რეზინის ტყვიებისა და სხვა არალეტალური იარაღებისგან, უკვე, როგორც მინიმუმ, 37 მედია მუშაკია დაშავებული.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უკრაინის ხელისუფლებამ დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და არ გაამწვავოს დაპირისპირება მომიტინგეებთან.
წყარო: media.ge