en
ge

საჯარო გამოსვლები და დებატების ტექნიკა

იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგები: „დებატები და საჯარო გამოსვლების ტექნიკები. ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია დებატების ტექნიკისა და საჯარო გამოსვლების წესის შესახებ. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საკამათო თემა, გამოსავალი და მისი ეტაპები, უპირატესობა და მისი ჩამოყალიბება, სპიკერის პასუხისმგებლობა და ა.შ. ტრენინგის დასრულების შემდეგ დაიგეგმა კარლ პოპერის დებატების ტურნირი, რომლის პოლიტიკური რეზოლუცია იქნება: „სახელმწიფოს როლი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციაზე".
ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023