შიდა ქართლი. 10 სექტემბერს ქემონიქს ინთერნეიშენალის პრეზიდენტი რიჩარდ დრეიმანი და ორგანიზაციის წარმომადგენლები ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქველმოქმედო–ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებს დაესწრნენ და ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ასოციაციების სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
რიჩარდ დრეიმანის საქართველოში ვიზიტი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" - ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების გაცნობას ისახავდა მიზნად.
წყარო: ცენტრ „აფხაზეთის" გვერდი სოციალურ ქსელში