en
ge

არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება

თბილისი. 23 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის შესახებ.
„საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვა... პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა... სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს. კერძოდ... ითვალისწინებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. აღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე .... საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ამოიღოს უნდობლობის მექანიზმი კოდექსის პროექტიდან", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)