თბილისი. 23 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის განვითარების, პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. საუბარი შეეხო ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს, განგრძობადი იურდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა სავალდებულო ტრენინგების მიმდინარეობას.
შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული საპროექტო წინადადებები და გეგმები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში