en
ge

სიკეთის გაკვეთილი

აჭარა. 23 იანვარს, ბათუმის #1 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ინიციატივით „სიკეთის გაკვეთილი" ჩატარდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მე-6 კლასის მოსწავლეებს შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრეს. კერძოდ, არასწორ ტერმინებზე, რასაც საზოგადოება მათთან და მათზე საუბრისას იყენებს, ასევე ისაუბარეს სკოლების ადაპტაციის საკითხებზე. სხვადასხვა სიმულაციური თამაშების მეშვეობით მოსწავლეებს მიეწოდა ინფორმაცია შშმ პირებისათვის საჭირო გარემოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა რეგიონული ორგანიზაცია „მარდის" ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)