en
ge

„საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა – ანალიზი და რეკომენდაციები“

თბილისი. 24 იანვარს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის „საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა – ანალიზი და რეკომენდაციების" პრეზენტაცია. კვლევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID). კვლევის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია პრობლემური სესხების კონტექსტში (მოიცავს როგორც ბანკების, ისე სხვა საფინანსო და არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ სესხებს). კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დასახვეწად.
ანგარიში: „საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა – ანალიზი და რეკომენდაციების"
წყარო: eprc.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)