en
ge

ტრენინგები ადვოკატირებაში

ზუგდიდი. 25–26 იანვარს ასოციაცია ,,ათინათში" ჩატარდა ტრეინინგი ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის თემაზე ,,ადვოკატირება’’. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადვოკატირების არსი და მნიშვნელობა, პროცესის დაგეგმვა და ძირითადი მახასიათებლები, ადვოკატირება საქართველოში და სხვა. ტრეინინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ადვოკატირების, როგორც საზოგადოების/თემის გააქტიურებისა და მიზნის მიღწევის ერთ–ერთი ხერხის არსისა და მნიშვნელობის გააზრებას. ღონისძიება ჩატარდა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023