თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი მაუწყელის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
„...მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი ჩატარება ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, რათა მათ მიერ პროცესისადმი უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგში იყოს გარანტირებული. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტს მიიღოს დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოსახლეობის შეუფერხებლად და თავისუფლად ინფორმირების მიზნით", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge