en
ge

პროექტი „ღია თვითმმართველობა“

იმერეთი. სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან ერთად იწყებს ახალ ახალგაზრდულ პროექტს – მოდელირებულ, სიმულაციურ თამაშს „ღია თვითმმართველობა". პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქუთაისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების მე–2, მე–3 კურსის სტუდენტებს და მაგისტრატურის 1 კურსელებს. მონაწილეები მიიღებენ შემდეგ გამოცდილებას: კანონების წაკითხვა და გააზრება; გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევა; გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევა; საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარ–ჩვევა; სტრატეგიის დასახვისა და შესრულების უნარ–ჩვევა.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია. სულ პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 50 ახალგაზრდა.
აპლიკაცია
წყარო: თაობათა დიალოგის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)