en
ge

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

თბილისი. მსოფლიო პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. იგი „ფარული თვალთვალის პრაქტიკის გამოძიების აუცილებლობას ხაზს უსვამს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების გარკვეული ნაწილი განადგურდა".
2014 წლის 29 იანვარს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, „რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სრულად იქნეს გამოძიებული უკანონო თვალთვალის ფაქტები. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აწარმოონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოცემული დანაშაულებრივი ფაქტების გახსნის მიზნით".
სრულად
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)