თბილისი. 27 იანვარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა შშმ პირთა საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფაზე და თვითმმართველობის არჩევნებში მათ სრულფასოვან მონაწილეობაზე იმსჯელეს.
ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს, კომისიის სამოქმედო გეგმის მიხედვით 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე წარუდგინა ინფორმაცია.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ ცესკოს, სახალხო დამცველის ოფისის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის წარმომადგენლები.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი