თბილისი. 28 იანვარს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" და „გაეროს ბავშვთა ფონდმა" ჟურნალისტებს ახალი პროექტი წარუდგინეს. პროექტი, რომელიც 5 თვის განმავლობაში, 15 იანვრიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება, ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მონიტორინგის მიზანი იმის დადგენაა, თუ რამდენად იცავს მედია ბავშვთა საკითხების გაშუქებისას საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებს და ეთიკურ ნორმებს. გარდა ამისა, ის ჟურნალისტებისთვის ტრენინგის ჩატარებასა და მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრა-დისკუსიებს გამართვას მოიცავს.
მონიტორინგის ფარგლებში ერთი შუალედური და ერთი საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და „გაეროს ბავშვთა ფონდი" მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს დააჯილდოვებს.
წყარო: www.media.ge