თბილისი. გასული წლის ოქტომბრიდან საინიციატივო ჯგუფი „პარტიზანული მებაღეობა" ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით ზრუნავს თბილისის და მისი შემოგარენის მწვანე საფარის აღდგენაზე. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეების ჩართვაზე ურბანული გარემოს დაცვის პროცესში.
პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები:
ვიდეო რგოლი: ხის როლი დაბინძურებულ გარემოში
ვიდეო რგოლი: მოწოდება ხეების გამრავლებასა და დარგვაში მოსახლეობის ჩართულობისაკენ
ვიდეო რგოლი: მეტი ინფორმაცია პრიორიტეტული ხეების შესახებ, ჰაერის მავნე შენაერთებისგან გასაწმენდად
წყარო: osgf.ge