თბილისი. 29 იანვარს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ყოფილი პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
„...რამდენიმე თვის წინ ვახტანგ მაისაიამ და ზაზა აზარიაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ოფიციალურად მიმართეს მთავარ პროკურატურას და მოითხოვეს, გამოიძიოს მათ მიმართ განხორციელებული წამების ფაქტები.
...ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დროულად მოახდინოს რეაგირება წამების მსხვერპლი პატიმრების განცხადებებზე, სცნოს ისინი დაზარალებულებად და ჩაატაროს ეფექტური გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმეებზე ეფექტრური რეაგირების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში