en
ge

საიას საგანგებო განცხადება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში მათ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა „პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ... საიას ადვოკატები უშუალოდ შეხვდნენ მოქალაქეებს. მათ მიერ დაწერილ დეტალურ ახსნა-განმარტებებში არსებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ყველა მათგანი დაუყოვნებლივ იქნეს სათანადოდ გამოძიებული....
... საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ თითოეულ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე აწარმოოს ეფექტური, ობიექტური გამოძიება. მოვითხოვთ, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, თითოეულ პირს კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით დაეკისროს ადეკვატური პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს თუ რამდენად ეფექტურია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო-უწყებრივი ქვედებარეობის მოქმედი წესი და ხომ არ იქნება უმჯობესი პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უკეთესი მექანიზმი", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)