ქვემო ქართლი. 28 იანვარს, დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები სოფელ განთიადის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ცენტრის წევრებმა თანატოლებს ჩაუტარეს ტრენინგი ეკოლოგიაზე. ახალგაზრდებმა თანატოლებს წარუდგინეს პრეზენტაცია ეკოლოგიის არსზე, ეკოლოგიური გარემოს ცვლილებებზე და ამ ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებზე. ტრენინგის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსიაც, თუ რამდენად დიდია ადამიანის გავლენა ეკოლოგიურ გარემოს ცვლილებებზე. ტრენინგის ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში