იმერეთი. 29 იანვარს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბი დაარსდა ვანის პირველ საჯარო სკოლაში. ახლადშექმნილ სამოქალაქო კლუბს კონსულტაციები გაეწია კლუბის სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები გაეცვნენ წლის სამუშაო გეგმის პრიორიტეტებს და იქვე შეიმუშავეს თავიანთი კლუბების სამუშაო გეგმები.
ასევე, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სოციალური მედიის კოორდინატორმა ტრენინგი ჩაატარა სოციალური მედიის თემაზე. ტრენინგზე მყოფი 17 მსმენელი გაეცნო ბლოგების დარეგისტრირებას და მის მართვას, ელექტრონული ფოსტის გამოყენებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში