en
ge

თბილისის მერიამ არასამთავრობო სექტორს დედაქალაქის ბიუჯეტი გააცნო

თბილისი. 29 იანვარს თბილისის მერიის წარმომადგენლებმა თბილისის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინეს არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ამ დრომდე არ არის დამტკიცებული. დეტალური პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, უკეთესი იქნება თუ ფართო საზოგადოება, არამარტო პროექტის განხილვაში, არამედ ბიუჯეტის შედგენის პროცესშიც იქნება ჩართული. მათი აზრით, ასევე უკეთესი იქნება, რომ ფინანსურ დოკუმენტს პროგრამული ხასიათი ჰქონდეს და მისი შესრულების ინდიკატორებიც შედეგების უკეთ გაზომვის საშუალებას იძლეოდეს. მერიის წარმომადგენლების თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი სწორედ პროგრამული ხასიათისაა, თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, პროგრამული ფინანსური დოკუმენტის შექმნის მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ არის და ისინი როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას სთავაზობენ რომ გამოიყენონ ის რესურსი რომელიც სექტორს აქვს. შეხვედრაზე ხმაური მოჰყვა კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხს, რომელზეც ღონისძიებაზე დამსწრე მოქალაქეებმა გაამახვილეს ყურადღება.
უახლოეს მომავალში ანალოგიურ შეხვედრას გეგმავს თბილისის საკრებულო არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის თემაც თბილისის ბიუჯეტი იქნება.
დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი – 2014

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)