en
ge

„რეგიონალური თანამშრომლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“

თბილისი. „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი" ახორციელებს პროექტს - „რეგიონალური თანამშრომლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის". პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების უნარიანობა, მოაგვაროს რეგიონალური კონფლიქტები და შექმნას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ახალგაზრდა პროფესიონალების თანამშრომლობის პლატფორმა.
პროექტის ფარგლებში 5–11 თებერვალს ჩატარდება სასწავლო და დიალოგის შეხვედრები, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ახალგაზრდა მკვლევარები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. მონაწილეები შეხვდებიან, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.
11 თებერვალს, დასკვნითი ნაწილის ფარგლებში კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში ჩატარდება საჯარო დისკუსია, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს რეგიონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და უპასუხებენ აუდიტორიის კითხვებს.
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის პრევენციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)