en
ge

ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება

თბილისი. 5 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე მერვე წელია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ. კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქების ხელშეწყობა.
კონკურსი ჩატარდა შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები გამოავლინა ჟიურიმ - ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის, სოსო სიმონიშვილის, ნანა საჯაიას და გურამ წიბახაშვილის შემადგენლობით.
დაჯილდოების ცერემონია 5 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)