თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის საკითხების კვლევას. ამჯერად საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მუშაობს კვლევაზე, რომლის მიზანია აღწეროს საჯარო სამსახურში ჩატარებული კონკურსების მიმდინარეობა. ორგანიზაცია ავრცელებს კითხვარს, რომელიც განკუთვნილია იმ პირებისათვის, ვინც 2013 წლის 1 მარტის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გააკეთეს განაცხადი და აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესარჩევი კონკურსები უსამართლოდ წარიმართა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში