თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც ბოლო პერიოდში საყდრისი–ყაჩაღიანის მაღაროს ირგვლივ განვითარდა. ორგანიზაცია არ შედის დისკუსიის იმ ნაწილში, რომელიც არქეოლოგებისა და დარგის სხვა სპეციალისტების გამოცდილებასა და ცოდნას საჭიროებს, თუმცა ყურადღებას ამახვილეს 27 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არქეოლოგ გოდერძი ნარიმანაშვილის მიერ საყრისი–ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, არქეოლოგის ინფორმაციით, „8 იანვარს... იმყოფებოდა საყდრისში... იმ ადგილას, სადაც წლების განმავლობაში ქართულ–გერმანული ექსპედიცია მუშაობდა და სადაც უძველესი შახტები და ადრე ბრინჯაოს ხანის მასალებია გამოვლენილი, დღეს მიწით არის შევებული".
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ „იმ ფონზე როდესაც, ერთი მხრივ... მიმდინარეობს დავა ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს არ ეძლევათ არქეოლოგიური ობიექტის მონახულების საშუალება და პარალელურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია არქეოლოგიური ობიექტის შესაძლო სახეცვლისა და დაზიანების შესახებ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმადაც, ,,თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში", ნათქვამია განცხადებაში
წყარო: gyla.ge