სამცხე–ჯავახეთი. ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოამზადა ვიდეო მასალა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სოფლებში (ივლიტა, ვალე, უდე, არალი) ადგილობრივი კათოლიკე თემის მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს ასახავს.
„ადგილობრივი კათოლიკე მოძღვრები ყვებიან საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის და კათოლიკე მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციურლი მიდგომის პრაქტიკებზე, რომელშიც მათი შეფასებით, მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც აქტიურად არიან ჩართულნი", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ვიდეომასალა: „კათოლიკეთა დისკრიმინაციის ფაქტები სამცხე-ჯავახეთში"
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში