en
ge

ინფოგრაფიკა: „დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საქართველოში“

თბილისი. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საადვოკაციო კამპანიის ფარგლებში, „ჯამპსტარტ ჯორჯიამ" საქართველოს ნარკოპოლიტიკის თემაზე რამდენიმე ინფოგრაფიკა მოამზადა, სახელწოდებით: „დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საქართველოში".
„ქვეყნის დღევანდელი ნარკოპოლიტიკა დასჯაზეა ორიენტირებული: ყოველწლიურად ქუჩიდან ნარკოტესტზე ათასობით ადამიანი მიჰყავთ, მათგან 66%-ს ნარკოტიკების მოხმარება არ უდგინდება. მათ კი, ვისი ტესტის პასუხიც დადებითია, ჯარიმის სახით, პირველ ჯერზე 500 ლარის, შემდეგ კი 2000 ლარის ან მეტის გადახდა უხდებათ. ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველდღიურად 20 000 ლარი შედის, წამალდამოკიდებულთა მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხა კი ორჯერ ნაკლებია. შედეგად, დღევანდელი დაფინანსებით, მკურნალობას წამალდამოკიდებულთა მხოლოდ 5% ახერხებს.
არის თუ არა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა ეფექტური? ჭრის ის პრობლემას თუ პირიქით, ზრდის ზიანს? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მსგავსმა პოლიტიკამ ახლო და შორეულ მომავალში?", ნათქვამია ფერად ინფოზე.
ინფოგრაფიკა: „დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საქართველოში"
წყარო: feradi.info



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)