en
ge

პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება გურიაში

გურია. 31 იანვარს, ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის" ორგანიზებით ოზურგეთში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მცირე გრანტების შესახებ ისაუბრეს.
პროგრამის საქმიანობების პრეზენტაციას დაჯილდოვების ცერემონია მოჰყვა. დაჯილდოვდა პროგრამის სტაჟირების კომპონენტის რვა მონაწილე და წარმატებული ბლოგერი. PH-ის პრომო-მასალების ნაკრები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ სტაჟირების მასპინძელ ორგანიზაციებს და თვითმმართველობის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბებთან ითანამშრომლეს.
ღონისძიების ბოლო ნაწილში მოეწყო პროგრამის სოციალური მედიის კომპონენტში გამარჯვებული ბლოგისა და ფილმის პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები, დირექტორები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საკრებულო-გამგეობის და მას.მედიის წარმომადგენლები (სულ 100 ადამიანი).



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023