შიდა ქართლი. 30 იანვარს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისში, გაიმართა შეხვედრა თვითმმართველობის ქარტიის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ პარლამენტის მიერ შეტანილმა ცვლილებებმა კანონპროექტში კარდინალურად შეცვალეს მისი ძირითადი პუნქტები - ქვეყნის მმართველობის სისტემის რეალური დეცენტრალიზაციის შესაძლებლობა. ასევე, ხაზი გაესვა: პოლიტიკურად მოტივირებულ ცვლილებას, როდესაც არჩეული მერის, ან გამგებლის გადაყენების შესაძლებლობა მიეცემა საკრებულოს სიითი რაოდენობის ნახევარზე მეტს და ა.შ.
ასევე, გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 4-5 თვით ადრე, ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონი, რაც დაბნეულობას იწვევს საზოგადოებაში.