en
ge

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ ერთწლიანი საქმიანობის შეჯამება

თბილისი. 1 თებერვალს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტ „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" ერთწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 20 სტუდენტი ექვსი თვის განმავლობაში ისმენდნენ საჯარო ლექციებს  ადამიანის უფლებებთან, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიებში, რის შემდეგაც მზადდებოდა სტატიები და თოქშოუ „ლიბთაიმი".
„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრმა" ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და მასში მონაწილეობა უკვე 40-მა სტუდენტმა მიიღო. ლექტორებად მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მათ შორის ლევან ბერძენიშვილი, გოგი გვახარია, გიგა ზედანია, გიორგი მშვენიერაძე, ლევან ღამბაშიძე, ზაზა ფირალიშვილი, თამარ გურჩიანი და სხვები.
პროექტის ფარგლებში მომზადდა 10 თოქშოუ, რომელთა ნახვა, ისევე როგორც ლექციების ჩანაწერების მოსმენა, შესაძლებელია  Youtube არხზე
წყარო:liberalizmi.wordpress.com



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023