ქვემო ქართლი. ორგანიზაცია „სიქამ” და მისმა მოხალისებმა დაარსეს კლუბი - „სიქა-მოგზაური". მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში მოგზაურობის კულტურის პოპულარიზაციას. კლუბი მსურველებს საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს გაეცნოთ იმ ქვეყნებს, სადაც უმოგზაურიათ „სიქას" მოხალისეებს. ასევე სპეციალურად შექმნილი პრეზენტაციებით, კლუბის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ და სპეციფიკურ რჩევებს მოგზაურობის შესახებ.
კლუბში გაწევრიანებით დაინტერესებული პირები უნდა მივიდნენ ორგანიზაციაში - „სიქა" (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) და შევასონ აპლიკაცია.
კლუბის ფუნქციონირება ორგანიზაცია „სიქას" თანადაფინანსებით არის შესაძლებელი და საწევრო გადასახადი თვეში შეადგენს 25 ლარს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში