en
ge

კოალიცია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კონკურსზე

თბილისი. კოალიციამ „მედია ადვოკატირებისთვის" განცხადება გაავრცელა. კოალიცია მიიჩნევს, „რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსი გაუმჭვირვალედ წარიმართა".
„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალედ ჩატარება კოალიციას უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესარჩევი კონკურსი წარიმართა მიკერძოებულად. ამ ეჭვს აძლიერებს კონკურსის შედეგიც: მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი გახდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, ხოლო შესარჩევ კომისიას იმავე კომიტეტის თავმჯდომარე - ბატონი ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: www.idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023